“ომეგა ჯგუფის” კომპანია „ოჯთ“ წლის იმპორტიორი გახდა

ტრადიციებზე დაყრდნობით უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოს პროდუქციის შემქმნელი „ომეგა ჯგუფის“ კომპანია ”ოჯთ” („Omega Group Tobacco “) საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად ნაციონალურ ბიზნეს რეიტინგში წლის იმპორტიორ კომპანიად დასახელდა.

შესაბამისად, „ომეგა ჯგუფში” შემავალ კომპანიებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. კომპანიის 2000 -მდე თანამშრომლებს აქვთ ამბიცია განაგრძონ ახალი სტანდარტების დადგენა და გადალახონ კიდევ უფრო დიდი ბარიერები. ”ოჯთ” სამართლიანად ამაყობს თავისი მიღწევებით, არა მხოლოდ როგორც თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამამულო სიგარეტის მწარმოებელი ფაბრიკა, არამედ, ასევე როგორც ძლიერი ქართული ბიზნესი.

კეთილსინდისერი შესრულება, საკუთარი საქმისადმი ერთგულება, მაღალი შრომითი მიღწევები და პროფესიული ოსტატობის ხარისხი, — ეს ის კრიტერიუმებია, რომლითაც საერთაშორისო კვლევის ცენტრმა გამარჯვებული გამოავლინა და ეს კომპანია „ოჯთ“ გახდა.

სერტიფიკატი შპს „ოჯთ“-ს საბაჟო განყოფილების ხელმძღვანელს ლია გეგეშიძეს გადაეცა.

„ამით დადასტურდა ჩვენი ფირმის სანდოობა და მაღალი ხარისხი. ამის დასტურად დავჯილდოვდით როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესო“, -განაცხადა ჩვენთან საუბარში ლია გეგეშიძემ.

„ომეგა ჯგუფისთვის“ ეს ჯილდო კიდევ ერთი მორიგი წარმატება და აღიარებაა.

შეგახსენებთ, საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ინვესტორად, ცნობილი ბიზნესნესმენი, “ ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აღიარეს.

მედია ჰოლდინგ «ჯორჯიან თაიმსისა» და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია ,,გორბის“ ბიზნეს რეიტინგში „ომეგა ჯგუფი“ და ტელეკომპანია „იბერია“ ბიზნესის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

Smoking Kills