„ომეგა ჯგუფმა“ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა - კომპანიამ აქციზური მარკები მიიღო

კომპანია “ომეგა ჯგუფი” გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ახალ-ახალ წარმატებებს თითოეული მოქალაქის ოჯახში და მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვულოცავთ ახალ წელს “ომეგას” თანამშრომლებს, რომლებსაც მიეცათ საშუალება, რომ დაბრუნებოდნენ თავის სამუშაო ადგილს, აგრეთვე, ვულოცავთ მათ, ვინც ახლო მომავალში დაუბრუნდებიან კომპანიას, რადგან “ომეგამ “ მიიღო აქციზური მარკები, წარმატებულად განაახლა პროდუქციის წარმოება და ეს პროცესი იმედს იძლევა, რომ კომპანია შეძლებს ადრინდელი მოცულობით წარმართოს საქმიანობა თავისი თითოეული თანამშრომლის, ქვეყნის ბიუჯეტისა და საერთო მომავლის საკეთილდღეოდ.

Smoking seriously harms

you and others around you