„ოჯთ“ 1999 წლის 18 ოქტომბერს ცნობილმა ბიზნესმენმა ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა დააფუძნა, ის „ომეგა ჯგუფის“ წამყვანი კომპანია და საქართველში თამბაქოს პროდუქციის ლიდერი მწარმოებელია.
„ოჯთ“-ის სიგარეტის ფაბრიკა ფუნქციონირებს 2001 წლიდან.
2002 წლის ნოემბერში ფაბრიკა ოფიციალურად გახსნა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
ფაბრიკა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მანქანა-დანადგარებით და აწარმოებს მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა ფორმატის სიგარეტს. პროდუქციის ხარისხი მუდმივად მოწმდება, როგორც მანქანასთან მომუშავე მაღალკვალიფიცური პერსონალის, ასევე ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის მიერ.
„ოჯთ“-ის ფაბრიკა უმაღლესი ხარისხის ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს აწარმოებს. მათი პოპულარობის განმსაზღვრელია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად საუკეთესო გემოს მიღწევისკენ მუდმივი სწრაფვა. ამის საფუძველს წარმოადგენს კომპანიის ხანგრძლივი ტრადიციებისა და თანამედროვე, გლობალური სტანდარტების მუდმივი გამოყენების ერთობლიობა.
ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა G.D., Hauni Maschinenbau, International Tobacco Machinery, Molins, Focke და ა.შ. “ოჯთ”-ში წარმატებით მოიზიდა და განხორციელდა უმსხვილესი ინვესტიციები.
„ოჯთ“-ის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ ეკონომიკაში, როგორც მსხვილ გადამხდელს, ასევე როგორც მსხვილ დამსაქმებელს.