ვინ ვართ ჩვენ
ტრადიციებზე დაყრდობით უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოს პროდუქციის შექმნა – ეს არის ”ოჯთ”-ის ფაბრიკის საქმიანობის განმსაზღვრელი ძირითადი კრიტერიუმი.
კომპანია მუდმივად ანხორციელებს მსოფლიოს ახალი, თნამედროვე სტანდარტების მიმოხილვას, იმისათვის რომ, ბრენდების შექმნისას გაითვალისწინოს და შეუთანხმოს ადგილობრივ მოთხოვნებს, რომლებიც ასევე მუდმივად იცვლება და თავის მხრივ საკმაოდ რთულია მათი კონტროლი. მიუხედავად ამისა ”ოჯთ”-ის ფაბრიკას სამართლიანად აქვს ამბიცია მთელი კავკასიის მასშტაბით დააკმაყოფილოს ბაზრის ცვალებადი მოთხოვნები.
მსგავსი სირთულის ამოცანათა წარმატებით გადასაწყვეტად კომპანიაში რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ:
- მეტად მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტექნიკური აღჭურვილობა: მანქანა-დანადგარები, უსაფრთხოებისა და კლიმატ-კონტროლის სისტემები. სიგარეტის წარმოებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ტენიანობისა და ტემპერატურის მხარდაჭერა ხორციელდება თანამედროვე აგრეგატების საშუალებით, რომლებიც სიმენსის მეშვიდე საფეხურის პროგრამული უზრუნველყოფით კონტროლდება. ფაბრიკა აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციითა და უაღრესად მგრძნობიარე ხანძარსაწინააღმდეგო სპრინკლერული სისტემით. თანამედროვე აპარატურა უზრუნველყოფს ფაბრიკისთვის საჭირო მიკროკლიმატს უწყვეტ რეჟიმში.
- კიდევ ერთი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა კომპანიაში მომუშავე ადამიანების საგანგებო მომზადების, შემდგომი ზრდისა და განვითარებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. რეგულარულად ხორციელდება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება. მექანიკოსებს, მანქანა-დანადგარების ოპერატორებსა და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ინსპექტორებს გავლილი აქვთ სასწავლო კურსები უკრაინაში, ყაზახეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში.
- ხარისხის მენეჯმენტისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის სისტემაში ჩართულ პირებს უტარდებათ რეგულარული ტრენინგები უცხოელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ და სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ეძლევათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
კომპანია ”ოჯთ”-ის საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. კომპანიის თანამშრომლებს აქვთ ამბიცია განაგრძონ ახალი სტანდარტების დადგენა და გადალახონ კიდევ უფრო დიდი ბარიერები. ”ოჯთ” ამაყობს თავისი მიღწევებით. ის არის არა მხოლოდ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სიგარეტის მწარმოებელი ფაბრიკა, არამედ ძლიერი ქართული ბიზნესიც.