კომპანია “ოჯთ” მკაცრად იცავს თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს, ნორმებსა და აკრძალვებს

თამბაქოს რეგულაცია

“საქართველოში თამბაქოს წარმოება და რეალიზაცია ექვემდებარება თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ წესებს, ნორმებსა და აკრძალვებს.

 

2006 წლის 14 თებერვალს საქართველომ მოახდინა თამბაქოს კონტროლის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის რატიფიცირება.”

„ოჯთ“-ში მიმდინარეობს ხარისხის შიდა საწარმოო კონტროლი, რომელიც ვრცელდება ჩვენ მიერ წარმოებულ ფილტრიან და უფლიტრო სიგარეტებზე. სიგარეტები მზადდება მოქმედი ტექნოლოგიური ინსტრუქციებისა და სანიტარული ნორმების დაცვით, რასაც ამოწმებს ხარისხის კონტროლის ლაბორატორია.

ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში კოტროლდება დაჭრილი თამბაქო, მზა პროდუქცია და არათამბაქო მასალები. განისაზღვრება დაჭრილი თამბაქოსა და მზა პროდუქციის ფიზიკური პარამეტრები. დგინდება თამბაქოსა და არათამბაქო მასალების  მოქმედ სპეციფიკაციებთან შესაბამისობა, მუშავდება მიღებული შედეგები, კეთდება ანალიზი და დგინდება შესაბამისი ანგარიში. განისაზღვრება თამბაქოს ტენიანობა, მისი ფრაქციული შემადგენლობა და ა.შ

ხარისხის კონტროლის ლაბორატორია და მისი თანამშრომლები აკმაყოფილებენ როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ISO-ს სტანდარტების მოთხოვნებს და აქვთ შესაბამისი სერთიფიკატები.

 

იხილეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ ENG

იხილეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩარჩო კონვენცია თამბაქოს კონტროლის შესახებ RU

მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ

თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ