“ოჯთ”-ის მიერ წარმოებულ და იმპორტირებულ ბრენდების დისტრიბუციას ეწევა “ომეგა-2”

დისტრიბუცია

დისტრიბუციას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენს ბიზნესში!

„ოჯთ“ „ომეგა ჯგუფის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს მთელს ამიერკავკასიაში უმაღლესი აღჭურვილობის მქონე სტამბა „ომეგა თეგს“, საქართველოში BMW-ს ოფიციალურ იმპორტიორ „ომეგა მოტორსს“ და სადისტრიბუციო კომპანია „ომეგა 2“-ს.

 

„ოჯთ“-ის სიგარეტების დისტრიბუცია სწორედ „ომეგა 2“-ის მეშვეობით ხორციელდება. იგი უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით სავაჭრო ობიექტების „ოჯთ“-ის ბრენდებით მომარაგებას.  მარკეტინგის დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული „ოჯთ“-ის ბრენდების სხვადასხვა აქციების ორგანიზებაში.

 

 

„ომეგა 2“-ის სავაჭრო აგენტები ყოველ დილით ავსებენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მარაგს.
მენეჯერები პასუხს აგებენ ბრენდების დისტრიბუციის მოქნილობაზე, ატარებენ მონიტორინგს, ითვალისწინებენ მომხმარებელთა შეხედულებებს, აკონტროლებენ პროდუქციის მიტანის ოპერატიულობას და მჭიდროდ თანამშრომლობენ მარკეტინგის ჯგუფთან.

 

 

 

მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ

თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ