გამოგონება: სიგარეტი მუნდშტუკით.

გამოვიყენეთ მთელი ჩვენი გამოცდილება,რათა პირველები შეგვექმნა მუნდშტუკი, რომელიც იძლევა შეუდარებელ ხარისხსა და გემოს

გამოგონება: სიგარეტი მუნდშტუკით

კომფორტული და სასიამოვო…

დღესაც შეხვდებით ბევრ მწეველს, უპირატესობას უფილტრო სიგარეტს ანდა სპეციალურ ქაღალდში გახვეულ თუთუნს რომ ანიჭებს.

მწეველისთვის ეს ჩვეულებრივიცაა და გარკვეული ნოსტალგიაც. მაგრამ, უფილტრო სიგარეტის მოწევისას, თამბაქოს ნაწილაკების პირში მოხვედრა გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.

დღეს სხვადასხვა ასაკის მწეველის ხელში შენიშნავთ უფილტრო სიგარეტს თავისებური მუნდშტუკით. ბევრმა არც იცის, რომ მისი გამოგონება კომპანია “ომეგას” სახელს უკავშირდება.

ომეგა ჯგუფის დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ლოგიკური კითხვა დაებადა: რატომ არ შეიძლება უფილტრო სიგარეტს ჩავუყენოთ ღიობიანი მილაკი, პლასტმასის ტიხრებიანი მილი, ანუ თავისებური მუნდშტუკი, რომელიც მწეველს ზემოხსენებულ დისკომფორტს მოუხსნის? 

ფიქრს აზრი მოჰყვა, აზრს – საქმე, ანუ გამოგონება, რომელიც 2011 წლიდან მოყოლებული, უკვე ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნებში დაპატენტდა.

***

ერთი კითხვა აუცილებლად გაჩნდება: შეიძლება, არსებობდეს გამოგონება, მაგრამ არ გაგვაჩნდეს მისი განხორციელების ტექნიკური საშუალებები. მაგალითად, სად უნდა დამზადდეს თვითონ ეს მუნდშტუკი? ამ კითხვას “ოჯთ”-ის დირექტორმა კოკი ასანიძემ ადვილად და კონკრეტულად უპასუხა: – ბრიტანულ კომპანია შევუკვეთეთ.

და ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს, “ოჯთ’-ის მიერ გამოშვებული უფილტრო, მაგრამ მუნდშტუკიანი სიგარეტი, რომელიც მწეველისთვის თუთუნივით ბუნებრივი, კომფორტული და სასიამოვნო მოსაწევია. 

 

მოწევა სერიოზულ ზიანს გაყენებთ

თქვენ და თქვენს ირგვლივ მყოფთ